четверг, 11 марта 2010 г.

1. პროექტის სახელი: ვაჟა–ფშაველა
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნოებიან ვაჟა–ფშაველას პირად ცხოვრებას და შემოქმედებას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ვიდეო და ფოტო მასალას მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.წაიკითხავენ ბიოგრაფიას, მოაწყობენ დისკუსიას.მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან ვაჟას ლექსებს, პოემებს და პროზაულ ნაწერებს.მასალას მოათავსებენ ვებ–გალერეაში.სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია.
4.მონაწილეთა ასაკი: 14–15, 16–17.
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით. დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე. ჯგუფური მუშაობები კითხვების დასმით, საკითხში ჩაღრმავება, პრეზენტაცია, შთაბეჭდილებების გაზიარება, ელ. ვერსიის შედგენა, კითხვარის შედგენა,ექსკურსია.ფოტოების გადაღება მუზეუმის დათვალიერებისას. მოსწავლეების მიერ მწერლის ფოტო–მასალის გამოფენა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ–გვერდი, ბლოგი. დაწერონ ჩანახატები, ესეები. გამოუშვან კედლის გაზეთი.მათ გამოუმუშავდათ კვლევა–ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევა.უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ჩართული ამ პროექტში უკეთესად გაეცნობიან ვაჟას ბიოგრაფიას და შემოქმედებას.სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს, რათა შემდეგში გააცნონ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც.სკოლაში მოწყობილი გამოფენის დამთვალიერებლები გაიღრმავებენ ცოდნას მწერლის მემკვიდრეობის შესახებ.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურაში – მოსწავლეს განუვითარდება ძირითადი საკომუნიკაციო უნარები:
წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი.
ისტორიაში–შეისწავლიან ისტორიულ კვლევას და ინტერპრეტაციას.
ხელოვნებაში–ვაჟა–ფშაველას შემოქმედებიდან შეასრულებენ ნახატებს.
ისტ–ში–ინტერნეტის საშუალებით მოიძევენ მასალებს, დაამუშავებენ, შექმნიან პრეზენტაციებს, ატვირთავენ სურათებს ვებ–გალერეაში.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნინო ზვიადაძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: n.zviadadze2010@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:nzviadadze.blogspot.com